საიტით სარგებლობის შეთანხმება

ქვემოთ მოცემული წესები წარმოადგენს შეთანხმებას ვებგვერდის MarketGeo.Ge-ის ადმინისტრაციასა და ამ საიტის მომხმარებლებს შორის, რომლის პირობებითაც ხორციელდება MarketGeo.Ge -ზე წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება.

I. ზოგადი დებულებები

  • MarketGeo.Ge-ის გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება ამ შეთანხმების პირობებს.
  • MarketGeo.Ge-ის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს მოცემული პირობები. ახალი პირობები ძალაში შედის MarketGeo.Ge-ზე განთავსების მომენტიდან.
  • მოცემული წესები არ ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე (ნებისმიერი საკუთრების ფორმით), ინდივიდუალურ მეწარმეებზე და სხვა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც MarketGeo.Ge-ის ანალოგიურ მომსახურებას ეწევიან გლობალური ინფორმაციული ქსელის ინტერნეტის მეშვეობით. ამ კატეგორიის მომხმარებელთან თანამშრომლობის შესახებ პირობების შესათანხმებლად აუცილებელია MarketGeo.Ge-ის ადმინისტრაციასთან დაკავშირება.
  • MarketGeo.Ge-ს ადმინისტრაცია მომხმარებელს უზრუნველყოფს მის საიტზე არსებულ მრავალფეროვან მასალებთან წვდომას. მასალები, რომლებიც MarketGeo.Ge-ის ადმინისტრაციისა და მისი პარტნიორების მიერაა შექმნილი, დაცულია ამ სფეროში არსებული საავტორო უფლებების შესახებ კანონისა და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტის მიერ. საიტზე განთავსებული ნებისმიერი მასალის გამოყენება ან ციტირება დაშვებულია მხოლოდ MarketGeo.Ge-ის ვებგვერდის იმ ბმულის მითითებით, საიდანაც ეს ინფორმაცია იქნა აღებული.

II. პასუხისმგებლობის უარყოფის პირობები

  • MarketGeo.Ge-ის სისტემაში განთავსებულია მესამე პირთა მიერ შექმნილი და მათ მიერვე განთავსებული მასალები.
  • ვინაიდან MarketGeo.Ge-ის ადმინისტრაციას არ ძალუძს გააკონტროლოს ამ მასალების შინაარსი და უსაფრთხოება, უკანასკნელი არ აგებს პასუხს შემდეგზე:
    მომხმარებლის მიერ MarketGeo.Ge-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე, მათ მოქმედ კანონმდებლობასთან შესაძლო შეუსაბამობაზე ან შეურაცხმყოფელ ხასიათზე.
  • MarketGeo.Ge-ის მეშვეობით ნაყიდი ან მოპოვებული მომსახურების, ინფორმაციის ან სხვა მასალის ხარისხზე, და მათ მიღებულ სტანდარტებთან ან მომხმარებელთა მოლოდინთან შესაძლო შეუსაბამობაზე.
  • MarketGeo.Ge-ის საიტზე განთავსებული სარეკლამო მასალების სანდოობაზე და მათში რეკლამირებული საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ხარისხზე.
  • ნებისმიერ პირდაპირ თუ ირიბ ზარალზე და ხელიდან გაშვებულ სარგებელზე, მაშინაც კი თუ ეს იყო MarketGeo.Ge-ის გამოყენების ან არგამოყენების შედეგი.
  • MarketGeo.Ge-ზე მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებისგან მიღებულ შედეგზე.
  • MarketGeo.Ge-ის გამოყენებით მიღებული შედეგების მომხმარებელთა მოლოდინთან შესაძლო შეუსაბამობაზე.
  • მომხმარებლის მიერ MarketGeo.Ge-ის გამოყენების შედეგად შეძენილ, მოწყობილობისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის, რაიმე დაზიანებაზე.
  • MarketGeo.Ge-ის გამოყენების შესაძლებლობის რაიმე მიზეზით არ არსებობაზე.
  • MarketGeo.Ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მესამე პირების მიერ გამოყენების ხერხებზე.
  • MarketGeo.Ge-ზე არსებული მონაცემების აბსოლუტურ სისწორეზე.
  • ამასთანავე MarketGeo.Ge-ის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს ან საერთოდ წაშალოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეუსაბამობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან ან ატარებს ვისამე ან რისამე შეურაცხმყოფელ ხასიათს.

MarketGeo.Ge

დახმარების ბლოკი 1

განათავსე განცხადებები...

დახმარების ბლოკი 2

განათავსე განცხადებები...

დახმარების ბლოკი 3

განათავსე განცხადებები...